ეს პრობლემა მოგვარებულია.

პარკირება

თარგმნე ეს შეტყობინება
კატეგორია:საგზაო ნიშანი
ქუჩის მისამართი:None
ატვირთა:გიორგი
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ოთხშაბათი, მარტი 23rd, 2011.


გამომწერები 5

გამარჯობათ. ამ მონაკვეთში პარკირება რამოდენიმე თვეა რაც აიკრძალა, მე აქ დიდი ხანია ვცხოვრობ და ამ ადგილზე მანქანების ყოფნა არავის ხელს არ უშლიდა, არც საცობს ქმნიდა. ხომ არ იქნება შესაძლებელი ისევ აღდგეს პარკირების უფლება შეზღუდული წესებით მაინც, კორპუსის მოსახლეობას ეზო არ გვაქ და მანქანებს ვერსად ვაყენებთ. მაქვს ერთი იდეაც, მე ლონდონში ნანახი მაქვს ასეთი რამ: საცხოვრებელ სახლებთან პარკირება აკრძალულია დღის განმავლობაში, ხოლო ღამით ნებადართულია. ვფიქრობ ამგვარი წესების შემოტანა ცუდი არ იქნება თუნდაც ქალაქის მასშტაბით, კონკრეტულ ადგილას მოსახლეობა ამითაც კმაყოფილი დარჩება.

წინასწარ გმადლობთ!

ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოქვეყნებული: ninnuki, ოთხშაბათი, მარტი 23rd, 2011
londonshi imasac naxavdit, korpusis win manqanis dayeneba mxolod ik mcxovreb pirebs sheudzliat,amistvis igeben specialur nebartvis bilets.:)

გამოქვეყნებული: გიორგი, ოთხშაბათი, მარტი 23rd, 2011
უკაცრავად, არასწორი ინფორმაცია გაქვს, პარკირების ნებართვა ლონდონში 400 ფუნტი ღირს წელიწადზე, კიდე გაძვირდა ახლა მგონი და ეგ თუ გაქვს სადაც გინდა იქ აჩერებ, რედლაინების გარდა, ასე რომ ეგ ბილეთები თითქმის არავის არ აქვს, ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ.. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ამ ადგილას მაცხოვრებლების გარდა არავინ აჩერებს, მაქსიმუმ კორპუსის სტუმრები.. მე რასაც ვამბობ, ყველა სიტყვის ახსნა შემიძლია..

გამოქვეყნებული: ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, ორშაბათი, აპრილი 4th, 2011
ბატონო გიორგი, მითითებულ მისამართზე, ვაჟა-ფშაველას გამზ.#70-ის მიმდებარედ, უახლოეს პერიოდში მოხდება პარკირების საგზაო ნიშნების მონტაჟი და გაკეთდება საგზაო მონიშვნა.


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას

პრობლემა მოგვარებულია
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
უბანი: ვაკე-საბურთალო