ძალიან დაზიანებული გზის საფარი (მოუგვარებელი პრობლემა)

Share |
თარგმნე ეს შეტყობინება
კატეგორია:ორმო
ქუჩის მისამართი:ხევსურეთის ქ.
ატვირთა:სოფიო
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: კვირა, აპრილი 22nd, 2012.


გამომწერები 2
გამოიწერე

გამარჯობა! ზემოთ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი აგერ უკვე მესამეჯერ ვდებთ ამ საიტზე ინფორმაციას. მაინტერესებს, რა აზრი აქვს დამაიმედებელ ტექსტებს თუ პრობლემა არ შეკეთდა. ქუჩა არის საშინელ მდგომარეობაში: მოქალაქეებს ფეხითაც გვიჭირს გადაადგილება, აღარაფერს ვამბობთ ტრანსპორტით გადაადგილებაზე; ქუჩის შუა ნაწილში არის ორმოები და ამოდის ბალახი. ვერ გავიგეთ სად ვცხოვრობთ. სირცხვილია ასეთი ქუჩის არსებობა, მითუმეტეს როცა გარშემო ყველა ქუჩა კარგ მდგომარეობაშია.

ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოქვეყნებული: ინგა მდივანი, ორშაბათი, მაისი 7th, 2012
მოგგესალმებით უკვე მერამდენედ და უშედეგოდ...ნოემბრის თვეში გასკდა წყლის მილი ღრმაღელის ქუჩის პირველ შესახვევში ნომერ 57-ის წინ. გზა კი შეუკეთებელი დატოვეს....გუშინდელმა წვიმამ ისე წალეკა აქაურობა ლამის წყლის მილები გამოჩნდეს...და ზედ რომ მანქანები მაინც დადიან ისევ გასკდება ეგ მილი და ერთიდაიგივე საქმე რამდენჯერ უნდა გაკეთდეს.ხომ შეიძლება დროზე დაიგოს საფარი ისე რომ ეს პრობლემა ავიცილოთ....მობრძანდით და ნახეთ ნიაგარის ჩანჩქერს ემსგავსება აქაურობა...რამოდენიმეჯერ მოგმართეთ და ის მაინც გვითხარით ვის ეხება ეს პრობლემა?ჩვენ საკუთარი სახსრებით რაღაც მონაკვეთი შევაკეთეთ მაგრამ ეს არ კმარა...მალე არჩევნები მოდის...............

გამოქვეყნებული: ინგა, ორშაბათი, მაისი 7th, 2012
ნოემბრის თვეში გასკდა წყლის მილი შეაკეთეს და მას შემდეგ გზა დატოვეს გადათხრილი...დღევანდელმა წვიმამ წალეკა აქაურობა და ლამის წყლის მილები გამოჩნდეს....ნიაგარის ჩანჩქერს დაემსგავსა აქაურობა....ხომ შეიძლება ვინმემ შეამოწმოს რომ ვტყუით და დაგვსაჯოს სიცრუისთვის....რამდენჯერ უნდა მოგმართოთ ნოემბრის მერე??? მალე არჩევნები მოდის და გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს....ხალხი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია...ან ეს სურათებიც რომ დავდე რა აზრი ჰქონდა ნეტა...ჩვენი სახსრებით მხოლოდ ნაწილი შევაკეთეთ მაგრამ ძირითადი ნაწილი დაზიანებულია და მალე ისევ წყლოს მილები დაზიანდება....მიხედეთ დროზე....


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას

ეს პრობლემა მოგვარებულია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
უბანი: გლდანი-ნაძალადედვი