გარე განათება
ქუჩის მისამართი:წყნეთი, დაბა ახალდაბა
ატვირთა:გურამ
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: სამშაბათი, მარტი 20th, 2012.
გამოიწერე
მოგესალმებით,
უკვე რამოდენიმეჯერ მოვნიშნე მარაგრამ ამაოდ არსად ჩანს. გასულ წელს ალბათ მაისი - ივნისის თვეში, წყნეთიდან ახალდაბის გადასასვლელ გზაზე დაიწყეს გარე განათების გაკეთება, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ განათების ბოძების ჩალაგებით, ლამპებით და ნაწილ ნაწილ კაბელის გაყვანით. მას შემდეგ გავიდა ზუსტად ერთი წელი და აღნიშნული კვლავ ისევ ისეა. ძალიან ცუდი მონაკვეთია და ღამე განსაკუთღებულად რთული, არ არსებობს არავითარი დამცავი ჯებირი ან ავტო მანქანის შუქზე მანათებელი რო შევნიშნოთ ხევში გადასავარდნი ან მოსახვევი. ახალდაბის მოსახლეობის სახელით გთხოვთ დაწყებული საქმე იქნებ დაასრულოთ, რადგან სეზონის დადგომასთან ერთად იმატა როგორც ფეხით მოსიარულემ ასევე ავტო მობილებმა. თან ხო 90% გაკეთებულია და მხოლოდ დაერთებაა საჭირო. წინასწარ დიდი მადლობა.
ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას
უბანი: დიდგორი


