ქუჩის შეკეთება
ქუჩის მისამართი:მარტყოფის შესახვევი
ატვირთა:მამუკა ლეკიშვილი
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: პარასკევი, დეკემბერი 2nd, 2011.
გამოიწერე
უკვე მესამე წერილს გწერთ,მაგრამ თქვენი შეპირებები შეპირებებად რჩება.ქუჩის მდგომარეობას სხვა კატეგორია ვერ მოვუძებნე გარდა მითითებულისა.(ვანდალიზმი ქალაქის მესვეურთა მხრიდან)
მარტყოფის შესახვევი კანალიზაციის მილების გამოცვლას და ასფალტის საფარის დაგებას საჭიროებს.შეგიძლიათ თქვენი თვალით იხილოთ ამ ქუჩის მდგომარეობა.სირცხვილია, როდესაც დედაქალაქში ამ ტიპის ქუჩები არსებობს, რაც მოსახლეობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.
ა.წ.17 აგვისტოს წერილიდან,რომელიც თქვენგან პასუხად მივიღეთ ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო სარემონტო სამუშაოები,მაგრამ დაპირება დაპირებადვე რჩება.მოვითხოვთ დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადაში და პასუხი გვაცნობეთ.
პ.ს.კარგი იქნება თუ ზაალ სამადაშვილიც დაინტერესდება ამ საკითხით.მაინც ჩვენი რაიონიდან არის არჩეული.......
ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას
უბანი: ისანი-სამგორი


