გიგი უგულავა არის 1 ჩვენ ვართ 1,5მილიონი
ქუჩის მისამართი:ყველა ქუჩა
ატვირთა:მარინა ტაბიძე
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: კვირა, ნოემბერი 13th, 2011.
გამოიწერე
მოგესალმებით ბატონო გიგი,წიკლაურის ქუჩის პრობლემებზე 12 ოჯახის თანდასწრებით და დავალებით მოგწერეთ წერილი, მაგრამ მე მინდა პირადი წერილი მოგწეროთ.ამ ქუჩაზე ვიყიდე 10 წელია სახლი დაბადებული -გაზრდილი აფხაზეთში - ახალდაბიდან ვარ.
ბატონო გიგი თბილისში არაა ჩამოყალიბებული ის აზროვნება რომ ქალაქის ყოველი ქვა და ლოდი შენია და გზაშიც რომ მიდიხარ, თუ რამე ისეთი შენიშნე მანქანა გააჩერო და მიხედო, ეს თქვენთვის სენსაციაა და სოხუმში ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, აფხაზეთში ქალაქის ქუჩებში ბალახზე გარებაც სირცხვილი იყო, დამიჯერეთ ბატონო გიგი საღამოს სამსახურის შემდეგ ნებისმიერი კორპუსის მაცხოვრებელი პროფესორიც და მუშაც ნერგებით ხელში ,ან ნიჩბით პროფესორ ცოლთან ერთად ნარგავებს რგავდა ან კორპუსის ეზოში საქანელებს ამონტაჟებდა, ქალბატონებიც თუ საჭირო იყო ბეტონსაც ურევდნენ, არასოდეს მახსოვს ვინმე შეეწუხებინოთ, ქალაქის თავის გამოზახება აქ ვნახე პირველად , თავის კუთხეს ყველა კორპუსი და ქუჩა ილამაზებდა, აქ გიგი უგულავას გარეშე სადარბაზოსაც არ დაასუფთავებენ, თვითონ პრობლემა ხალხშია ბატონო , სკოლის ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს ეს კულტურა, მაგალითად სოხუმში ყველაზე დიდი სირცხვილად ითვლებოდა ბალახზე ფეხით გარება ან ქალაქის ნარგავების ხელის შეხება, ამას ნამდვილად არავინ იკადრებდა, გული მტკივა რომ ყველა ახალი გაკეთებული სკვერებში, ბალახებში ტროტუარებია ნაფეხურების, რატომ არარის ეს კულტურა თბილისში , პასუხი მაქვს, იმიტომ რომ რუსებმა ბევრი კარგი გვასწავლეს სოხუმში, ისინი მართავდნენ ქალაქის დასუფთავებას და გალამაზებას, რუსის მამაკაცები ცოლებით სისტემატიურად ნერგებით დარბოდნენ კორპუსებში. ვერ ეგუებოდნენ არეულობას და ჩვენც გვაიძულებდნენ ასე მოვქცეულიყავით, საკმარისი იყო ნაგავი დაგეგდო სადმე ან ნარგავზე ხელი შეგეხო რუსის ნებისმიერი მოხიცი ქალბატონი მილიციას გამოუძახებდა, ისე ხანდახან საჭიროა რუსის ჩექმა ბატონო გიგი.
ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას
უბანი: ვაკე-საბურთალო


