შემოღობილი ტროტუარი
თარგმნე ეს შეტყობინება
კატეგორია:ტრანსპორტის ან ქვეითების უსაფრთხოება
ქუჩის მისამართი:შ. დადიანის 11
ატვირთა:ალექსანდრე გიორგაძე
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: კვირა, ნოემბერი 6th, 2011.
ქუჩის მისამართი:შ. დადიანის 11
ატვირთა:ალექსანდრე გიორგაძე
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: კვირა, ნოემბერი 6th, 2011.
გამომწერები 2
გამოიწერე
გამოიწერე
ამ მისამართზე მშენებლოობა არ მიმდინარეობს. შემოღობილი ტერიტორიის შიგნით მოწყობილია ავტოსადგომი. მიუხედავად ამისა ღობე კვლავ კეტავს ტროტუარს რის გამოც ფეხით მოსიარულეებს უხდებათ სამანქანო გზაზე მოძრაობა. გთხოვთ ღობის გადაწევას ისე, რომ ფეხით მოსიარულეებმა შეძლონ მასზე მოძრაობა.
ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლებები
გამოქვეყნებული: ალექსანდრე გიორგაძე, ხუთშაბათი, ნოემბერი 10th, 2011
იგივე ეზოს ესაზღვრება ლერმონტოვის (#8,8/16)და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებიც, სადაც იგივე მდგომარეობაა ანუ მშენებლობისთვის ღობით გადაიკეტა ტროტუარი, მშენებლობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ტროტუარი ისევ კეტავს ფეხით მოსიარულეთა გზას.
გამოქვეყნებული: რაიონული გამგეობა, პარასკევი, მარტი 9th, 2012
ბატონო ალექსანდრე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახლდება მიმდინარე წელს. რაც შეეხება ღობეს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი გადაწევა ვერ მოხერხდება.
გამოქვეყნებული: ალექსანდრე გიორგაძე, შაბათი, მარტი 10th, 2012
”პრობლემა შეკეთდა” არ ჰქვია ამას :). ამას ჰქვია: ბუნდოვანი პასუხი 4 თვის დაგვიანებით. ხოლო პრობლემა ისევ არსებობს...
მაინც მადლობა პასუხისთვის.
გამოქვეყნებული: რაიონული გამგეობა, ორშაბათი, აპრილი 30th, 2012
ბატონო ალექსანდრე, როგორც უკვე შეგატყობინეთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღობის გადაწევა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ მდგომარეობას.
გამოქვეყნებული: ალექსანდრე გიორგაძე, შაბათი, თებერვალი 2nd, 2013
სისულელეებს წერთ რასაც ვერ მოვეკიდები გაგებით :). 2012 წელს დაწერეთ რომ მიმდინარე წელს მშენებლობა იგეგმებაო... არავითარი მშენებლობა არ დაწყებულა და შესაბამისად არარსებული მშენებლობიდან მომდინარე უსაფრთხოებაზე საუბარი თვალთმაქცობაა და არ უნდა შვებოდეთ ამას. რეალურად მანდ მოწყობილია ავტოსადგომი და მას ღობე აქვს შემოვლებული. ამის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან გზაზე გადავიდნენ, რაც ნამდვილად უქმნის მათ საფრთხეს...
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
უბანი: ძველი თბილისი
უბანი: ძველი თბილისი


