გასატანია ძველი ბორდიურის ნარჩენები
ქუჩის მისამართი:ბახტრიონი ქ. 28
ატვირთა:ლაშა კუხალაშვილი
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: შაბათი, სექტემბერი 10th, 2011.
გამოიწერე
ბახტრიონის ქუჩაზე ბორდიურების და საკანალიზაციო ლუქების გამოცვლის შემდეგ უკვე ერთი წელია გამწვანების ზოლში დატოვეს და აღარ გაიტანეს ძველი ლუქისა და ბორდიურის ნარჩენები. ასევე მიუხედავად მრავალი თხოვნისა, გამწვანების მუშაკები არ ჭრიან ნაძვის ძირში ამოსულ შემთხვევითი ხის ამონაყარს, რაც არც ნაძვს აძლევს გაზრდის საშუალებას და არც ამ ამონაყარს. გთხოვთ გაიტანოთ (ან დაავალოთ კომპანიას რომელმაც შეცვალა ბორდიურები) ძველი ბეტონის და ქვის ნარჩენები, რათა თუკი მერიის კეთილმოწყობის სამსახური არ აპირებს აღნიშნული ზოლის გამწვანებას, მოსახლეობას მაინც მოგვეცეს საშუალება საკუთარი ძალებით გავამწვანოთ სახლის წინ მდებარე ზოლი და მივცეთ მას ესთეტიკური სახე.
ამობეჭდე ფლაერი სხვებს რომ შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას
უბანი: ვაკე-საბურთალო


