მონიშნეთ შეურაცხმყოფელი შეტყობინება

თქვენ გვატყობინებთ ამ პრობლემის შესახებ, რადგან თვლით, რომ იგი არის შეურაცხმყოფელი, შეიცავს პირად ინფორმაციას, ან სხვა შეტყობინების მსგავსია:

გზის შეკეთება

რამდენინე თვეა დიდი დიღომს მე-3 მრ.რ. თან მთავარი ქუჩა არის დაზიანებული, მრავალი ზარის შემდეგ როგორც იქნა მოვიდნენ და ”შეაკეთეს” (შეკეთება ხდება 2 თვეში ერთხელ რამდენიმე წლის განმავლობაში), რის შემდეგ ზუსტად 2 დღეში წყალი ისევ ამოდის იმავე ადგილიდან, და არა მარტო იქიდან . დიდ დიღომში გაჩნდა უკვე პატარა ტბა, ბაყაყებით და მალე კოღოებით.მართალია დააგეს ასვალტიც ნახევარ გზაზე რადგან მეორე ნახევარზე ისევ წყალი ამოდის მიწიდან. ისედაც მთელი ცენტრალური გზა სავსეა ორმოებით, რის შედეგადაც ჩნდება საცობები, (ყველა ცდილობს მანქანა ნორმალურ გზაზე გაატაროს). ნუთუ არ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ გაკეთდეს ეს გზა ისე რომ დაახლოებით 1 წელი მაინც არ იყოს ასეთი კატასტროფა. პირადად მე 2ჯერ დავრეკე მერიაში, 3ჯერ დავრეკე თბილწყალკანალში, არ ეშველა არაფერს. მართლა და მართლა დიდ დიღომში არ შემოსულა ცივილიზაცია და გზები არ დაგებულა ნორმალურად. იქნებ თქვენი საიტის მეშვეობით მაინც მოხერხდეს და გააკეთონ ეს გზა. არ ვიცი რუკაზე სწორად დავსვი თუ არა ნიშნული, მგონი კი. ისე მე-3 მრ.რ. დასაწყისშია, ვერ გასცდებით ამ ადგილს. თუ გნებავთ დამირეკეთ და განახებთ პირადად. მართლა არ მეზარება, დავამტვრიე მანქანა, მეტის მოთმენა შეუძლებელია. პატივისცემით,