Chemikucha.ge – „ჩემი ქუჩა საქართველოს“ შესახებ

ვებგვერდზე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენ ქუჩაზე არსებული პრობლემები და დაზიანებები, რომლებსაც შემდეგ თქვენი ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახური მოაგვარებს. ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ უკვე განთავსებულ პრობლემებზე და თვალყური მიადევნოთ, გადაიჭრა თუ არა ისინი.
ვებგვერდზე შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინებები შემდეგი სახის დაზიანებების შესახებ: ჩამსხვრეული ლამპიონები, თავახდილი ჭები, ორმოები, მჟონავი წყალსადენი მილები, მიტოვებული მანქანები, ვანდალიზმის ფაქტები, დაგროვილი ნაგავი, უკანონო ნაგავსაყრელები, ავარიული ხეები და მსგავსი. გთხოვთ, ვებგვერდს ნუ გამოიყენებთ უბედური შემთხვევების, საგზაო წესების დარღვევის, ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერის, ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობისა და სხვა კრიმინალური ქცევების შესახებ შეტყობინებების დასატოვებლად. ასეთი შემთხვევები პირდაპირ პოლიციას ან სხვა პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურ შეატყობინეთ.
პრობლემის განსათავსებლად უნდა ეწვიოთ chemikucha.ge-ს მთავარ გვერდს, აირჩიოთ თქვენი ქალაქი, შეიყვანოთ პრობლემური ქუჩის დასახელება (ან რუკაზე თავად მოძებნოთ იგი), რუკაზე მონიშნოთ დაზიანების კონკრეტული ადგილი და შეავსოთ შესაბამისი ფორმა. რუკაზე შეძლებისდაგვარად ზუსტად მონიშნეთ დაზიანების ადგილი, ხოლო ფორმაში ჩაწერეთ მისი მოკლე და კონკრეტული აღწერა. იქვე შეგიძლიათ ატვირთოთ დაზიანების ამსახველი სურათიც, რაც გაამარტივებს მის შეკეთებას. პრობლემის განთავსების შემდეგ თქვენ მიიღებთ იმეილს, რომელიც მოგთხოვთ მის დადასტურებას. დადასტურების შემდეგ, პრობლემა გამოჩნდება ვებგვერდზე.
თქვენ მიერ შეტყობინებულ პრობლემებს თქვენი ქალაქის მერია აგვარებს. როგორც კი ვებგვერდზე პრობლემა განთავსდება, თქვენი ქალაქის მერიას ავტომატურად ეგზავნება იმეილი. ქალაქის ადმინისტრაცია თვითონ წყვეტს პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას და საქმეში რთავს შესაბამის დეპარტამენტს. პროექტში მონაწილე ქალაქის მერიებს გააჩნიათ დამოწმებული ელექტრონული მისამართი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მისამართით გაკეთებული კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მერიას ეკუთვნის. როგორც კი მოგვარებული პრობლემის შესახებ შეტყობინება განთავსდება, ვებგვერდზე არსებულ ქალაქის რუკაზე წითლად მონიშნული პრობლემა მწვანე ფერით შეიცვლება.
პროექტს „ჩემი ქუჩა საქართველო“ მართავს თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ , რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე მუშაობს. „საერთაშორისო გამჭვირალობა – საქართველო“ გლობალური„საერთშორისო გამჭვირვალობის“ მოძრაობის წევრია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
რუსთაველის გამზ.26
0108 თბილისი
საქართველო
იმეილი: info@transparency.ge
პროექტ „ჩემი ქუჩა საქართველოს“ ამოქმედება „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვებგვერდზე გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ამ დროისთვის ჩვენ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ 4 ქალაქზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. იმისათვის, რომ პროექტში სხვა ქალაქები/სოფლები ჩავრთოთ, ჩვენ გვჭირდება: 1. ხელმისაწვდომობა აღნიშნული ქალაქების/სოფლების დეტალურ მაღალი ხარისხის რუკებზე. 2. ქალაქის/სოფლის სამეურვეო საზღვრის ფორმის ფაილი, რაც საჯარო ინფორმაციაა და რისი გამოთხოვაც შეიძლება. 3. იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ქალაქის/სოფლის ქუჩების გამართულობაზე არიან პასუხისმგებელნი. თუ გსურს ჩვენი პროექტი გაფართოვდეს და სხვა ქალაქები/სოფლები მოიცვას, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ შემდეგ მისამართზე: fixmystreet@transparency.ge
დიახ! პროექტი „ჩემი ქუჩა საქართველო“ (FixMyStreet) დაფუძნებულია ღია პლატფორმაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა მონიტორინგისა თუ ეგრეთ წოდებული ქრაუდსორსინგის (crowdsourcing - ინფორმაციის შეგროვება ადამიანთა დიდი ჯგუფის გამოყენებით) პროექტებში. თუ გსურთ ამ პლატფორმის გამოყენება, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: fixmystreet@transparency.ge
ჩვენ ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო", "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი", და „ჩემი ქუჩა საქართველო“ (FixMyStreet) არ არიან პასუხისმგებელნი მომხმარებელთა მიერ ატვირთული მასალის შინაარსსა და სისწორეზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვებგვერდიდან წავშალოთ ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც შეუფერებლად ჩავთვლით. თუ წააწყდით გამაღიზიანებელი, შეუფერებელი ან არასწორი შინაარსის მქონე მასალას, დააჭირეთ იქვე მდებარე ბმულს შემდეგი დასახელებით: "შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ".
ვებგვერდზე პრობლემის განთავსებისას, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (იმეილი და, მითითების შემთხვევაში, ტელეფონის ნომერი) პრობლემის დეტალებთან ერთად ეგზავნება თქვენი ქალაქის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემდგომ მიღებულ ინფორმაციას კომპეტენტურ დეპარტამენტს გადაუგზავნიან. პრობლემის ან განახლებული შეტყობინების განთავსებისას, ვებგვერდზე გამოჩნდება მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელი (username) და არა იმეილი და ტელეფონის ნომერი. ჩვენ არ მივაწვდით და არ მივყიდით თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას მესამე პირს.
არა. ჩვენ გამოგიგზავნით იმეილს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ განთავსებულ (ან გამოწერილ) პრობლემას ვინმე გამოეხმაურება. პრობლემის განთავსებიდან 4 კვირის შემდეგ იმეილით გამოგიგზავნით კითხვარს, რომელიც შეეხება პრობლემის მოგვარების სტატუსს. ამ გზით, ჩვენ გავიგებთ და შემდეგ აღვნიშნავთ, მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა.

ჩვენ შესახებ

პროექტს „ჩემი ქუჩა საქართველო“ მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე მუშაობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გლობალური „საერთშორისო გამჭვირვალობის“ მოძრაობის წევრია.