This problem has not been fixed.
Councillor: Tbilisi City Hall
Ward: Didgori

გზის უვარგისი საფარი

მოგესალმებით. ვიცი, რომ აღნიშნული ქუჩის პრობლემა ცნობილია დიდგორის გამგეობისათვის და პროექტიცაა შედგენილი, თუმცა აღნიშნული პროექტის განხორციელება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და უახლოეს მომავალში გზის შეკეთება პროექტის მიხედვით, რომელიც ასევე ითვალისწინებს კომუნიაციების გამოცვლას და გამწვანების ზოლის მოწესრიგებას,შეუძლებელია. თამამდ შემიძლია განვაცხადო, რომ დაბა წყნეთში, მაია წყნეთელის ქუჩა, ყველაზე ფართო და პოტენციურად ლამაზია (ორზოლიანია შუაში ნაძვის ხეების ალეეით), თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღნიშნული ქუჩა არ შეკეთებულა. ამას დაემატა, მოსახლეობის მიერ სავალის გზის უკანონო გაჭრა და კომუნიკაციების გამოცვლა, მიმდინარე მშენებლობები, რომელმაც კიდევ უფრო დაამძიმა სავალი გზის მდგომარეობა. ნადგურდება მწვანე ზოლიც, რადგან ავტომობილები, უკეთესი მგზის ძიებისას, ერთი ზოლიდან მეორეში გადადიან სწორედ მწვანე ზოლის გამოყენებით. წელიწადის არც ერთ დროს ვერ ხერხდება გზაზე თავისუფალი გადაადგილება ვერც ავტომობილით და ვერც ფეხით - ზამთარში და შემოდგომაზე ტალახი, ხოლო გაზაფხულ-ზაფხულში მტვერი და ეს ყველაფერი უზომოდ დიდი ორმოების თანხლებით. ერთ დროს აქტიური ქუჩა - ველოსიპედები, სეირნობა, როლიკები, სკეიტბორდები და ა.შ. დღეს სრულიად პარალიზებულია. გთხოვთ, იქნებ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოება და იქნებ, სავალი ზოლის ერთი მხარე მაინც შეაკეთოთ და მიცეთ ავტომობილებს, ფეხით მოსიარულლებსა და ბავშვებს გადაადგილების თავისუფალი საშუალება. წინასწარ მადლობა გულისხმიერებისათვის. ვფიქრობ, ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც მზადაა ფიზიკურად ჩაერთოს ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებში.

Category:Traffic or pedestrian safety
Street Address:None
Filed by:სანდრო ვაშაკიძე
Sent to: chemikucha@tbilisi.gov.ge
On: Monday, April 18th, 2011.


Subscribers: 2
Subscribe

Print a flyer to tell others about this problem.

Offensive? Unsuitable? Tell us

Updates

posted by სოფო, Sunday, May 8th, 2011
ორტაჭალის ქუჩაზე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაწყებული ქუჩის ბოლომდე ასფალტის საფარი ძლიერად არის დაზიანებული, ამის გამო გზის სავალი ნაწილი ბალახითაა დაფარული, ძალიან გთხოვთ ბალახებისაგან გაწმინდის ქუჩა. წინასწარ გადაგიხდით დიდი მადლობას.


Provide an update

Please note that updates are not sent to city officials.