This problem has not been fixed.
Councillor: Tbilisi City Hall
Ward: Old Tbilisi

შემოღობილი ტროტუარი

ამ მისამართზე მშენებლოობა არ მიმდინარეობს. შემოღობილი ტერიტორიის შიგნით მოწყობილია ავტოსადგომი. მიუხედავად ამისა ღობე კვლავ კეტავს ტროტუარს რის გამოც ფეხით მოსიარულეებს უხდებათ სამანქანო გზაზე მოძრაობა. გთხოვთ ღობის გადაწევას ისე, რომ ფეხით მოსიარულეებმა შეძლონ მასზე მოძრაობა.

Category:Traffic or pedestrian safety
Street Address:შ. დადიანის 11
Filed by:ალექსანდრე გიორგაძე
Sent to: chemikucha@tbilisi.gov.ge
On: Sunday, November 6th, 2011.


Subscribers: 2
Subscribe

Print a flyer to tell others about this problem.

Offensive? Unsuitable? Tell us

Updates

posted by ალექსანდრე გიორგაძე, Thursday, November 10th, 2011
იგივე ეზოს ესაზღვრება ლერმონტოვის (#8,8/16)და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩებიც, სადაც იგივე მდგომარეობაა ანუ მშენებლობისთვის ღობით გადაიკეტა ტროტუარი, მშენებლობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ტროტუარი ისევ კეტავს ფეხით მოსიარულეთა გზას.

posted by რაიონული გამგეობა, Friday, March 9th, 2012
ბატონო ალექსანდრე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახლდება მიმდინარე წელს. რაც შეეხება ღობეს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით მისი გადაწევა ვერ მოხერხდება.

posted by ალექსანდრე გიორგაძე, Saturday, March 10th, 2012
”პრობლემა შეკეთდა” არ ჰქვია ამას :). ამას ჰქვია: ბუნდოვანი პასუხი 4 თვის დაგვიანებით. ხოლო პრობლემა ისევ არსებობს... მაინც მადლობა პასუხისთვის.

posted by რაიონული გამგეობა, Monday, April 30th, 2012
ბატონო ალექსანდრე, როგორც უკვე შეგატყობინეთ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ღობის გადაწევა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ მდგომარეობას.

posted by ალექსანდრე გიორგაძე, Saturday, February 2nd, 2013
სისულელეებს წერთ რასაც ვერ მოვეკიდები გაგებით :). 2012 წელს დაწერეთ რომ მიმდინარე წელს მშენებლობა იგეგმებაო... არავითარი მშენებლობა არ დაწყებულა და შესაბამისად არარსებული მშენებლობიდან მომდინარე უსაფრთხოებაზე საუბარი თვალთმაქცობაა და არ უნდა შვებოდეთ ამას. რეალურად მანდ მოწყობილია ავტოსადგომი და მას ღობე აქვს შემოვლებული. ამის გამო ფეხით მოსიარულეები იძულებულნი არიან გზაზე გადავიდნენ, რაც ნამდვილად უქმნის მათ საფრთხეს...


Provide an update

Please note that updates are not sent to city officials.