Flag an Offensive Report

You are reporting the following problem report for being abusive, containing personal information, or similar to another report:

ავტოპროფილაკტიკა საცხოვრებელ ზონაში

შარშან ზემოაღნიშნულ მისამართზე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე,მჭიდროდდასახლებულ ზონაში ჩვენდა გასაკვირად გაიხსნა ავტოპროფილაქტიკა,სადაც ხდება ავტომობილის ძარის შეკეთება და შეღებვა ნიტროსაღებავებით,მუდმივად ისმის ხმაური ძარის დასამუშავებელი ელექტრომექანიკური მოწყობილებების,ნიტროსაღებავები პრაქტიკულად ტოქსიკურია ადამიანის ორგანიზმისთვის და მისი სუნის სუნთქვაც გვიწევს,იქვე მუშაობს ხარატიც,უშუალოდ ქუჩაშიც ხდება ძრავების შეკეთებაც რაც დაკავშირებულია ძრავის ხმაურთან და გამონაბოლქვთან, და ყველაფერ ამას დაემატა ავტომობილებზე გაზის მოწყობილობების მონტაჟიც,რის გამოც მუდმივად გაზის სუნია და სუნთქვა შეუძლებელია,რომ არაფერი ვთქვათ აფეთქების საშიშროებაზე ბალონების მონტაჟი-დემონტაჟის დროს.საინტერესოა ასე მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ ზონაში როგორ დართეს ნება მსგავსი ავტოპროფილაქტიკის გასახსნელად, მაშინ როცა საავადმყოფოებიც კი გააქვთ ქალაქგარეთ???!!!ჩვენდა საუბედუროდ იქვე გვერდით ასევე გაიხსნა თონე შეშაზე და ყველაფერ ზემოთქმულს ემატება შეშის ბოლი და ჭვარტლი!!! (ელექტროენერგიით მაინც ცხვებოდეს) წარმოიდგინეთ ზაფხულში, ასეთ სიცხეში, პატარა ბავშვების პატრონებს ვერც ფანჯარა და ვერც კარი ვერ გაგვიღია,ისედაც ცუდი ეკოლოგიური გარემოა და ჩვენ ვართ განსაკუთრებულად კატასტროფულ მდგომარეობაში ზემოაღნიშნული ფაქტების გამო!პრაქტიკულად ჩვენი ჯამრთელობა საფრთხის ქვეშაა!!!მეზობლები უკვე სერიოზულად ვართ შეშფოთებული ამ მდგომარეობით! ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ აღნიშნული პროფილაქტიკის გადატანას ამ ტერიტორიიდან, რათა აღმოიფხვრას ყველა ზემოთხსენებული მავნე ფაქტორი, რომ შევძლოთ ნორმალურ პირობებში ცხოვრება!!!იმედი გვაქვს დროულად მოახდენთ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტზე!