This problem has been fixed.
Councillor: Tbilisi City Hall
Ward: Gldani-Nadzaladevi

სკვერი

გამარჯობა!
სასიამოვნოა, რომ აღმოვაჩინე ასეთი გვერდი ინტერნეტში. :)
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩემ ქუჩაზე და არც მიმდებარე ქუჩებზე არ არის დასასვენებელი ადგილი, ბავშვების გასართობი ბაღი.მოგმართავთ თხოვნით, იქნებ მოგვარდეს ეს პრობლემა და ბავშვებს ჰქონდეთ სკვერი.
p.s.თბილისის თითქმის ყველა დიდ თუ პატარა უბანს აქვს თავისი კეთილმოწყობილი ბაღი, ანალოგიურს ვისურვებდით ლოტკინელი ბავშვების მშობლები.

Category:Parks
Street Address:მაღაროს პირველი (კაჭრეთის ქუჩა)
Filed by:ნინო
Sent to: chemikucha@tbilisi.gov.ge
On: Monday, July 11th, 2011.


Subscribers: 1
Subscribe

Print a flyer to tell others about this problem.

Offensive? Unsuitable? Tell us

Updates

posted by ზურა, Monday, July 11th, 2011
ასევე მუხიანის მე-2 მიკროს მე 18 კორპუსის მთავარი გზის მხარეს არის დიდი ნაკვეთი სადაც ადრე ალბათ იყო სკვერი კომუნისტების დროს.ზალიან დიდი და ფართო ადგილია სადაც თავისუფლად დაეტევა პატარა საბავშვო საქანელები,ტრენაჟორები რომლებსაც ახლა დგამენ ეზოებში და ძალიან კარგია მოზარდებისთვის,მოსასვენებელი სკამები მწკრივში,გამწვანდეს კიდევ უფრო მეტად,დაიდგას ნაგვის ურნები,დაიყაროს წითელი გრუნტი.უბნის ცენტრალურ ქუჩასაც გაალამაზებს,მოზარდების სიჯანსაღეზეც აისახება და ბავშვების ზნეობრივ განვითარებაზეც მოახდენს გავლენას.ბავშვმა უნდა შეხედოს იმას რომ ბუნებას უნდა გაუფრთხილდეს,დაიცვას სისუფთავე,უნდა ჩაიბეჭდოს მის ფსიკიკაში ის რომ ნარჩენები ურნაში ჩააგდოს და არა ქუჩაში დააგდოს ტროტუარზე.იქნებ ვინმე გამოგზავნოთ რომ დაათვალიეროს მაინც იქაურობა და იქნებ მოებას თავი ამ საქმეს.ღანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო არის ნათქვამი და ჯანსაღ გარემოში ჟანსაღი აზროვნების ახალგაზრდები გაიზრდებიან.

posted by მაია, Wednesday, July 27th, 2011
გამარჯობათ, ვცხოვრობ გლდანის I მ/რში, 21 კორპუსში.მყავს ორი პატარა ბავშვი.სახლის წინ არის პარკი, სადაც ულამაზესი სკვერის მოწყობა შეიძლება.არჩევნების წინ დაგვიმონტაჟეს სასრიალო ბავშვებისთვის,რისთვისაც დიდ მადლობას ვიხდით, მხოლოდ რამდენიმე თხოვნას დავამატებდი... ან სასრიალოს პლასტმასის ნაწილი დამაგრებული იყო, მაგრამ დიდი ბავსჰვები გარედან ადიან და მოირყა.თუ შეიძლება, რომ ჩააბეტონონ.ჩვენც ჩავაბეტონებთ მხოლოდ არ ვიცი შეიძლება თუ არა.სხვა შემთხვევაში დაიშლება.მხოლოდ ჩვენთანაა ასე კარგად შენარჩუნებული. ამ პარკში არის ძველი დარჩენილი რკინისნარჩენები. თუ არის შესაძლებელი, რომ ამოიძირკვოს ესენი და პარკი გახდეს უსაფრთხო.არ არის განათებაც.თუნდაც ერთი ბოძიც იყოს.თუ არის შესაძლებლობა და დაგვიმატებთ სხვა გასართობ ატრაქციონებს დიდი მადლობელი ვიქნებით.ასევე არ არის დასხდომის საშუალებაც(სკამები-მხოლოდ ჩაბეტონებით).ამპარკით სარგებლობს 5-6 კორპუსის მოსახლეობა.დიდი მადლობა წინასწარ ჩვენი გულისტკივილის გაზიარებისთვის. პატივისცემით მ.ღვინჯილია

posted by ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, Monday, August 1st, 2011
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული დედაქალაქის გამწვანების კონცეფცია, პირველ რიგში, ითვალისწინებს მწვანე და რეკრეაციული ზონების მთელი ქალაქის მასშტაბით რეაბილიტაციას. სკვერების რეკონსტრუქციის პროცესი, რომელიც დედაქალაქში 2010 წელს დაიწყო, ამჟამადაც მიმდინარეობს და გაგრძელდება ეტაპობრივად. კონკრეტულად თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე დასასვენებელი ზონის მოწყობის საკითხი კი განხილული და შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებისას.


Provide an update

Please note that updates are not sent to city officials.