Chemikucha.ge–ის შესახებ
- რა არის FixMyStreet საქართველო?
- რა სახის პრობლემები შემიძლია განვათავსო ვებ გვერდზე?
- როგორ შემიძლია განვათავსო პრობლემა ვებ-გვერდზე?
- როგორ ხდება პრობლემის მოგვარება?
- ვინ ახორციელებს პროექტს FixMyStreet საქართველო?
- ვინ აფინანსებს პროექტს?
- რატომ არ არის ჩემი ქალაქი/სოფელი ჩამონათვალში?
- მე მომწონს FixMyStreet-ის კონცეფცია. შეიძლება თუ არა მისი გამოყენება სხვა პროექტის პლატფორმად?
- შლით თუ არა უაზრო, არაკანონიერი და გამაღიზიანებელი შინაარსის მქონე შეტყობინებებს?
- ვინ ნახულობს ჩემი ელ.ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას?
- ხომ არ მივიღებ თქვენგან სპამს ჩემი ელ.ფოსტის მისამართზე?
რა არის FixMyStreet საქართველო?
ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერით შეგიძლია ჩვენს ვებ-გვერდზე განათავსო შენს ქუჩაზე არსებული ის პრობლემა, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს შენთვის და სხვებისთვისაც. ამით შენ ხელს შეუწყობ არსებული პრობლემის მოგვარებას. ვებ-გვერდზე ასევე შეგიძლია უკვე განთავსებულ პრობლემაზე იმსჯელო და თვალყური მიადევნო გადაიჭრა, თუ არა ის.
რა სახის პრობლემები შემიძლია განვათავსო ვებ გვერდზე?
ჩვენი ვებ-გვევრდი ზუსტად ის ადგილია, სადაც შეგიძლია განათავსო შეტყობინება ჩამსხვრეული ლამპიონების, თავახდილი ჭების, ორმოების, მჟონავი წყალსადენის მილების, მიტოვებული მანქანების, ვანდალიზმის ფაქტების და მრავალი სხვა პრობლემის შესახებ. გთხოვ, ნუ გამოიყენებ ამ ვებ-გვერდს ისეთი პრობლემების განთავსებისთვის როგორიცაა გადაუდებელი შემთხვევები, საგზაო წესების დარღვევა, ხმაური და გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება, ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობა და სხვა კრიმინალური ქცევები. ასეთი შემთხვევების დაფიქსირებისას, გთხოვ, პირდაპირ მიმართო პოლიციას ან სხვა პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებს.
როგორ შემიძლია განვათავსო პრობლემა ვებ-გვერდზე?
პრობლემის განსათავსებლად უნდა ეწვიო Chemikucha.ge-ს მთავარ გვერდს. აირჩიო თბილისის ის უბანი, რომლის ქუჩაზეც დააფიქსირე დაზიანება. შემდეგ გამოიყენე რუკა, კერძოდ მონიშნე რუკაზე ის კონკრეტული ადგილი/ქუჩა, სადაც არის დაზიანება. აუცილებელია სრულად შეავსო ვებ–გვერდის ფორმა, რაც რუკაზე ადგილის მითითებასთან ერთად დამატებით ამ პრობლემის აღწერას ითვალისწინებს. შენ ასევე შეგიძლია ატვირთო არსებული პრობლემის სურათი, რაც უფრო გაამარტივებს მის მოგვარებას. პრობლემის ატვირთვის შემდეგ შენ მიიღებ ელექტრონულ შეტყობინებას, რომელიც მოგთხოვს ატვირთული პრობლემის დადასტურებას. უკვე ამის შემდეგ, შენი პრობლემა გამოჩნდება ჩვენს ვებ–გვერდზე.
როგორ ხდება პრობლემის მოგვარება?
თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობაზე. როგორც კი ვებ–გვერდზე პრობლემა აიტვირთება, თბილისის მერიას ავტომატურად გაეგზავნება შეტყობინება. ქალაქის ადმინისტრაცია თვითონ გადაწყვეტს პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზას და განსაზღვრავს შესაბამის დეპარტამენტს. თბილისის მერიას გააჩნია დამოწმებული ელექტრონული მისამართი, რაც იმას ნიშნავს რომ ამ მისამართით გაკეთებული კომენტარი მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიას ეკუთვნის. როგორც კი მოგვარებული პრობლემის შესახებ შეტყობინება განთავსდება, ვებ–გვერდზე რუკაზე წითლად მონიშნული პრობლემა მწვანე ფერით შეიცვლება.
ვინ ახორციელებს პროექტს FixMyStreet საქართველო?
პროექტს FixMyStreet საქართველო ახორცილებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო , რომელიც თბილისში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. საერთაშორისო გამჭვირალობა საქართველო გლობალურისაერთშორისო გამჭვირვალობის მოძრაობის წევრია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
რუსთაველის გამზ.26
0108 თბილისი
საქართველო
ელ.ფოსტა: info@transparency.ge
ვინ აფინანსებს პროექტს?
პროექტის FixMyStreet საქართველო ამოქმედება ევრაზიის თანამრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვებ–გვერდზე გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები არ გამოხატავს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
რატომ არ არის ჩემი ქალაქი/სოფელი ჩამონათვალში?
ამ დროისათვის ჩვენ ძირითადად ორიენტირებულნი ვართ თბილისზე. იმისათვის რომ პროექტში სხვა ქალაქები/სოფლები ჩავრთოთ, ჩვენ გვჭირდება: 1. აღნიშნული ქალაქების/სოფლების მაღალი ხარისხის რუკების ხელმისაწვდომობა MapSpot.ge-ზე. 2. ქალაქის/სოფლის სამეურვეო საზღვრის ფორმის ფაილი, რომელიც იქნება საჯარო ინფორმაცია და რომელიც შეიძლება გამოვითხოვოთ. 3. იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც ქალაქის/სოფლის ქუჩებზე არიან პასუხისმგებელნი. თუ გსურს ჩვენი პროექტი გაფართოვდეს და სხვა ქალაქები/სოფლები მოიცვას, გთხოვთ გამოგვეხმაუროთ შემდეგ მისამართზე: fixmystreet@transparency.ge
მე მომწონს FixMyStreet-ის კონცეფცია. შეიძლება თუ არა მისი გამოყენება სხვა პროექტის პლატფორმად?
დიახ! პროექტი FixMyStreet საქართველო დაფუძნებულია ღია პლატფორმაზე და მისი გამოყენება შესაძლებელია იმ პროექტებში, რომლებიც მონიტორინგს ითვალისწინებს. თუ გსურს ამ პლატფორმის გამოყენება, დაგვიკავშირდი შემდეგ მისამართზე fixmystreet@transparency.ge
შლით თუ არა უაზრო, არაკანონიერი და გამაღიზიანებელი შინაარსის მქონე შეტყობინებებს?
ჩვენ ვცდილობთ თვავლყური მიადევნოთ ვებ–გვერდის ფუნქციონირებას. თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო", "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი", ან FixMyStreet საქართველო არაა პასუხისმგებელი მომხმარებელთა მიერ ატვირთული მასალის შინაარსსა და სისწორეზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, წავშალოთ ვებ–გვერდიდან ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც შეუფერებლად ვთვლით. თუ წააწყდი რაიმე გამაღიზიანებელი, შეუფერებელი და არასწორი შინაარის მქონე მასალას, დააჭირე ბმულს "შეურაცხმყოფელია, შეუფერებელია? შეგვატყობინეთ".
ვინ ნახულობს ჩემი ელ.ფოსტის მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას?
თუ შენ ატვირთავ შენს პრობლემას ჩვენს ვებ–გვერდზე, ჩვენ მას შენს საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად გავუგზავნით თბილისის მერიის თანამშრომლებს, რომლებიც შემდგომ შესაბამის სტრუქტურას გაუგზავნიან მიღებულ ინფორმაციას. როდესაც შენ ტვირთავ შეტყობინებას, ვებ–გვერდზე ჩანს მხოლოდ შენი, როგორც მომხმარებლის სახელი და არა ელ.ფოსტის მისამართი ან რაიმე სახის საკონტაქტო ინფორმაცია. ჩვენ არ მივაწვდით, ან მივყიდით შენს საკონტაქტო ინფორმაციას მესამე პირს.
ხომ არ მივიღებ თქვენგან სპამს ჩემი ელ.ფოსტის მისამართზე?
არა. ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულ შეტყობინებას იმ შემთხვევაში, თუ შენს მიერ ატვირთულ პრობლემას ვინმე გამოეხმაურება. პრობლემის განთავსებიდან 4 კვირის შემდეგ ელ.ფოსტით გამოგიგზავნით კითხვარს, რომელიც შეეხება არსებული პრობლემის მოგვარებას. ამ გზით, ჩვენ გავიგებთ და შემდეგ ავღნიშნავთ მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა.
მადლობას ვუხდით:
ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის მერიას, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლობისთვის.
მადლობა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდს და ყველა იმ დონორ ორგანიზაციას, რომელთა მეშვეობითაც განხორციელდა ეს პროექტი. ასევე, მადლობა OMC-Jumpstart International -ს თბილისის ღია რუკის შექმნისათვის.
FixMyStreet საქართველოს პროგრამის კოდი დაფუძნებულია კრის ტაგარტის მიერ FixMyStreet კანადისთვის შექმნილ კოდზე.
თავად FixMyStreet- ის კონცეფცია კი შექმნილია დიდ ბრიტანეთში MySociety–ის მიერ.
საქართველოსათვის საიტის ადაპტირება მოახდინეს დერეკ დოლერმა და ნუცა ტუღუშმა.


